საქართველოს საზღვართან ძლიერი მიწისძვრა მოხდა
1756242155
იმედი მაქვს, წლის ბოლომდე მოვაგვარებთ რუსეთ-უკრაინის ომს, ირანის ბირთვულ მოლაპარაკებებსა და ისრაელ-„ჰამასის“ ომს ღაზაში, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელმა, სტივ უიტკოფმა განაცხადა.
„რუსეთ-უკრაინა, ირანი, ისრაელ-„ჰამასი“ – მთელი კვირის განმავლობაში ჩვენ ვმართავთ შეხვედრებს ამ სამივე კონფლიქტის შესახებ და იმედი გვაქვს, რომ მათ წლის ბოლომდე მოვაგვარებთ“, – განაცხადა უიტკოფმა თეთრ სახლში გამართულ სხდომაზე.
ამასთან, უიტკოფის თქმით, იმედი აქვს, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მშვიდობის დარგში ნობელის პრემიას გადასცემენ.
„ერთადერთი, რასაც ვისურვებდი, არის ის, რომ ნობელის კომიტეტმა საბოლოოდ გააცნობიეროს, რომ თქვენ ხართ საუკეთესო კანდიდატი მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის მისაღებად“, – მიმართა ტრამპს უიტკოფმა, რასაც კაბინეტის წევრებისგან აპლოდისმენტები მოჰყვა.