პარლამენტთან მედიის წარმომადგენლების საპროტესტო აქცია იმართება

აქცია პარლამენტთან

პარლამენტის შენობის უკანა შესასვლელთან სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენლების მიერ მზია ამაღლობელის მხარდასაჭერი აქცია მიმდინარეობს. ისინი ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვენ. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, მზია ამაღლობელისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა უკანონოა. აქციის მონაწილეების მოსაზრებით, მზია ამაღლობელის შიმშილობა საფრთხეს უქმნის მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას.

ამასთან, აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ მათთვის მიუღებელია საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც „ქართულმა ოცნებამ“ დააინიცირა.

აქციის მონაწილეებმა მსვლელობით პარლამენტის გვერდითა შესასვლელთანაც გადაინაცვლეს. პოლიციამ მათ გზის სავალ ნაწილზე გადასვლის საშუალება არ მისცა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.

ამ დროისთვის აქციის მონაწილეებმა პარლამენტის წინ იმყოფებიან. ტერიტორიაზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები. ამასთან, სამართალდამცველებმა ტერიტორიიდან ორი პირი გაიყვანეს.