პარლამენტთან აქციის მონაწილეები იკრიბებიან - დამონტაჟებულია სცენა და ხმის გამაძლიერებლები

აქცია

"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ კანონპროექტის წინააღმდეგ პროტესტი გრძელდება.

აქცია პარლამენტის შენობის წინ 19:00 საათისთვის დაანონსდა. მთავარი მოთხოვნა უცვლელია - გაიწვიოს სახელისუფლებო გუნდმა სადავო ინიციატივა.

პარლამენტის წინ დამონტაჟებულია სცენა და ხმის გამაძლიერებლები, სავარაუდოდ იქნება სიტყვით გამოსვლები.