1728499899
პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრის მოსმენა დაიწყო
პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრის მოსმენა დაიწყო. ვახტანგ გომელაური შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებულ შეკითხვებს უპასუხებს.
აღსანიშნავია, რომ ინტერპელაციის ინიციატორმა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ინიციატივა მიწვეული მინისტრის წინააღმდეგ საკანონმდებლო ორგანოსთან საპროტესტო აქციაციის გამართვაზეც გამოთქვა.
მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ რადიკალური ოპოზიციის მხრიდან მინისტრის ინტერპელაციის მოწვევის რეალური მიზეზი არა კითხვებზე პასუხების მიღება, არამედ მორიგი პოლიტიკური პერფორმანსის შესრულებაა. „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ინიცირებულ საპროტესტო აქციას ოპოზიციის ნაწილი არ შეუერთდება.