გაფრთხილება ამინდის გაუარესების შესახებ - პროგნოზი ქალაქების მიხედვით
1738734308
პარლამენტში დღეს ოფიციალურად შეიქმნება დროებითი საგამოძიებო კომისია. საუბარია დეპუტატთა ჯგუფზე, რომელმაც "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის პერიოდში პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობა უნდა შეისწავლოს.
დღესვე, საპარლამენტო სესიაზე განისაზღვრება კომისიის მუშაობის გრაფიკი და მიმართულებები. ის 6 თვე იმუშავებს. ამ პერიოდის განმავლობაში, მოხდება ყველა იმ პირის დაბარება და გამოკითხვა, რომელთაც შეიძლება, რაიმე კავშირი ჰქონდეთ 2003-2012 წლებში ჩადენილ დანაშაულებთან.
ცნობილია, რომ 2008 წლის ომის საქმეზე გამოძიების ადრესატები სამხედროები არ იქნებიან.
"ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის პერიოდზე მომზადებული პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასება პროკურატურას გადაეგზავნება.