პარლამენტში დღეს დროებითი საგამოძიებო კომისიის მორიგი სხდომა გაიმართება

დროებითი საგამოძიებო კომისია

დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობა საქართველოს პარლამენტში გრძელდება. კომისიის სხდომაზე მიწვეულია გიორგი ხოჭავა, რომელიც მისი უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებით ისაუბრებს.

მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ უფლებების შელახვის ფაქტები ნაციონალური მოძრაობის ხელწერაა და ის მხოლოდ კონკრეტულ ერთ შემთხვევაში არ მომხდარა. უმრავლესობის წევრები საგამოძიებო კომისიის მუშაობასაც აფასებენ და ამბობენ რომ 2003-12 წლებში და დღემდე რადიკალური ძალების ქმედებების შესწავლა მნიშვნელოვანია.