პარლამენტში, ბიუროს სხდომაზე 2025 წლის ბიუჯეტის პირველ ვერსიას განიხილავენ

პარლამენტი

 დღეს პარლამენტში ბიუროს სხდომა გაიმართება. განხილვის მთავარი თემა მთავრობის მიერ წარდგენილი 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პირველადი ვერსია იქნება.

დოკუმენტის მიხედვით, 2025 წლის ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი ჯამურად 31,2 მილიარდ ლარს შეადგენს, რომლის ფარგლებშიც სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ აღებული ვალდებულებები.

როგორც ცნობილია ეკონომიკურმა ზრდამ სახელმწიფოს საშუალება მისცა 2025 წლის ბიუჯეტში პოზიტიური ნაბიჯები გადაედგა როგორც სოციალური, განათლების, თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებებით, ასევე ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსების მხრივაც.