პარლამენტს ყველა შემთხვევაში მოუწევს რამდენიმე ადამიანისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხის განხილვა - ირაკლი ქადაგიშვილი

ირაკლი ქადაგიშვილი

"საგაზაფხულო სესიის გახსნასთან ერთად, პარლამენტს ყველა შემთხვევაში მოუწევს რამდენიმე ადამიანისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის განხილვა", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

„ესენი არიან: ხოშტარია, ნათელაშვილი, ჯაფარიძე და კახა კუჭავა, რომელმაც განცხადება გააკეთა. ეს რეგლამენტითაა განსაზღვრული და ამასთან დაკავშირებით კომიტეტი დასკვნას გააკეთებს, რის შემდეგაც უკვე პლენარული სხდომა მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას“, - აღნიშნა ქადაგშვილმა.