მედიაში გავრცელდა კადრები, რომელიც შონ DIDDY კომბსის დაკავებამდე ერთი საათით ადრეა გადაღებული
1727950620
საქართველოს პარლამენტმა „საქართველოსა და ბელგიის სამეფოს შორის სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„დოკუმენტი საქართველოსა და ბელგიის სამეფოს სამართალდამცავ უწყებებს შორის სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებას ითვალისწინებს.
შეთანხმება რატიფიცირებისთვის დეპუტატებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ პლენარულ სხდომაზე წარუდგინა.
შეთანხმება მოიცავს თანამშრომლობას ისეთი მნიშვნელოვანი დანაშაულების წინააღმდეგ როგორიცაა ორგანიზებული დანაშაული, ტერორიზმი, პირის სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და სხეულის წინააღმდეგ მიმართული სისხლის სამართლის დანაშაულები, ნარკოდანაშაული, ადამიანებით ვაჭრობა და ბავშვთა სექსუალური ექსპლუატაცია, ფულის გათეთრება, კორუფცია, კიბერდანაშაული და სხვა.
„საქართველოსა და ბელგიის სამეფოს შორის სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმებას ხელი 2024 წლის 2 მაისს ბრიუსელში მოეწერა.
შეთანხმება ძალაში ორივე მხარის მიერ შესაბამისი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შემდეგ შევა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს მსგავსი ტიპის შეთანხმებები და მემორანდუმები უკვე 35 სახელმწიფოსთან აქვს გაფორმებული“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.