გადაწყვეტილება მიღებულია! - ევროპაში მოგზაურობის წესები შეიცვალა
1752054234
პარლამენტმა დაჩქარებული წესით განხილვისთვის მოთხოვნილი „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით, 74 ხმით მიიღო.
კანონპროექტის მომზადების აუცილებლობაზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ბექა დავითულიანმა ისაუბრა.
„პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონაში, ჯარიმების გახუთმაგებას და გაათმაგებას ითვალისწინებდა. მათ შორის, ისეთი ნორმა მივიღეთ, რომელიც ნებისმიერი ტიპის დარღვევაზე
200-ათას ლარიანი ჯარიმის შესაძლებლობას აწესებს. გამოცდილებამ გვაჩვენა და თბილისის მუნიციპალიტეტთან კონსულტაციების გავლის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ბევრი საჯარიმო ფაქტი დაგროვდა, როდესაც 10 კვადრატულამდე ფართზე, სადაც უკანონოდ ან ნებართვის გარეშე მშენებლობაა განხორციელებული, მესაკუთრეებს უწევთ აღნიშნული თანხის გადახდა. აქედან გამომდინარე, გთავაზობთ ცვლილების პროექტს, რომ პირველ ეტაპზე მოქალაქეებს მიეცეთ გაფრთხილება, 90-დღიანი ვადა დარღვევების გამოსწორებისთვის და არ მოხდეს მათი მაშინვე დაჯარიმება. გამოსწორების შემთხვევაში კი მოქალაქეები აღარ დაჯარიმდებიან. ცვლილების მეორე ნაწილის თანახმად, 2024 წლის 11 იანვრიდან 1 ივნისამდე პერიოდში, მსგავსი დარღვევების მქონე მოქალაქეებისთვის ჯარიმების ამნისტირება და ანულირება მოხდება“, - განაცხადა ბექა დავითულიანმა.