4 ნიშანი, რომ ადამიანს „დედის ტრავმა“ აქვს - ფსიქოლოგების დასკვნა
1743617026
პარლამენტმა „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის თორნიკე ჭეიშვილის განმარტებით, საკანონმდებლო ცვლილების მიზანია საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობის საკითხის მოწესრიგება.
კანონპროექტის თანახმად, საჯარო მოსამსახურეს (გარდა სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირისა და პოლიტიკური თანამდებობის პირებისა) უფლება აქვს ასრულებდეს სამეცნიერო, პედაგოგიურ, შემოქმედებით საქმიანობას მხოლოდ შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ან კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის ან ორგანოს წერილობითი თანხმობის საფუძველზე; ასევე, საჯარო სამსახურში ან/და სსიპ-ში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს უფლება აქვს ასრულებდეს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს ან იღებდეს სხვა სარგებელს მხოლოდ თავისი უშუალო ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობის საფუძველზე; საჯარო მოსამსახურეს უფლება აქვს იღებდეს სხვა სარგებელს მხოლოდ შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ან კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის ან ორგანოს წერილობითი თანხმობის საფუძველზე.
პარლამენტმა კანონპროექტი 86 ხმით მიიღო.