პარლამენტმა „იარაღის შესახებ“ კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო

პარლამენტის ფოიე

პარლამენტმა მესამე მოსმენით, 79  ხმით „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი მიიღო.

საკითხი განსახილველად ერთ-ერთმა ინიციატორმა, პარლამენტის წევრმა, გრეტა წიწავამ წარადგინა. მისი განმარტებით, პროექტი მეორე მოსმენის შემდეგ საკანონმდებლო ტექნიკის კუთხით დაიხვეწა, ტექსტს შინაარსობრივი ცვლილება არ განუცდია.

საკანონმდებლო პაკეტით, სასიგნალო იარაღთან და მის ვაზნებთან დაკავშირებით რეგულაციების გამკაცრება იგეგმება.

ცვლილებები ასევე შედის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“, „სალიცენზიო და სანებართვო  მოსაკრებლების შესახებ“, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების  სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“, „კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ“ კანონებში და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“.

საკანონმდებლო ინიციატივის ავტორები არიან პარლამენტის წევრები: ალექსანდრე ტაბატაძე, თენგიზ შარმანაშვილი, გია ბენაშვილი, ვიქტორ ჯაფარიძე და გრეტა წიწავა.

პარლამენტმა კანონპროექტი დაჩქარებული წესით განიხილა.