დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
რუსთაველის გამზირზე, სადაც გუშინ გვიან ღამემდე საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა, სამანქანო მოძრაობა აღდგენილია. პარლამენტის შენობის წინა შესასვლელთან დააბრუნეს ჯებირები, რომელიც დემონსტრანტებმა გუშინ მოხსნეს. ჯებირები, ასევე, დაამატეს პარლამენტის უკანა შესასვლელთანაც. შენობასთან მობილიზებული არიან სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები.
რუსთაველის გამზირზე ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები. დაზიანებულია პარლამენტის შენობის შუშები და პოლიციის ავტომობილი.
შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა 66 პირი დააკავეს.