როგორი იქნება 2025 წლის ზაფხული - მეცნიერებმა პროგნოზი გააკეთეს
1739308550
2024 წლის პირველი ექვსი თვის განმავლობაში საპენსიო სააგენტოს მიერ გაწეული საქმიანობის და განხორციელებული ღონისძიებების ანგარიში, საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს, საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი ჭიჭინაძემ წარუდგინა. ანგარიში მოიცავდა, შესაბამის პერიოდში არსებულ ძირითად სტატისტიკურ მონაცემებს, ცვლილებებს და აქტივობებს რომელიც განხორციელდა უწყების მიერ.
2024 წლის 30 ივნისის მდგომარეობით საპენსიო აქტივების ჯამურმა წმინდა ღირებულებამ 5,3218 მლნ ლარს მიაღწია, საიდანაც საინვესტიციო საქმიანობის შედეგად მიღებული წმინდა ამონაგები 1,152 მლნ ლარია. აქტივების წმინდა ამონაგებმა 2019 წლის პირველი იანვრიდან 2024 წლის 30 ივნისამდე 67.9%, ხოლო ამავე პერიოდში რეალურმა ამონაგებმა ინფლაციის გათვალისწინებით 21.4% (გაწლიურებული 3.6%) შეადგინა. პენსია გაიცა სხვადასხვა კატეგორიის 4,019 პირზე და ჯამურად შეადგინა 17,433,462.84 ლარი.
2024 წლის ივნისის მდგომარეობით საპენსიო აქტივების 80.7% განთავსებული იყო ლარში, ხოლო 19.3% უცხოურ ვალუტაში დენომინირებულ აქტივებში. რაც შეეხება აქტივების განაწილებას ინსტრუმენტების მიხედვით, საანგარიშო პერიოდის ბოლოსთვის 59.0% განთავსებული იყო 9 ქართულ კომერციულ ბანკში სადეპოზიტო სერტიფიკატებსა და ვადიან ანაბრებში, რომელთაც ერიცხებათ ფიქსირებული სარგებელი, ხოლო 6.0% ნომინალური მფლობელობის სარგებლიან მიმდინარე ანგარიშებზე, 2024 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, აქტივების 91.6% განთავსებული იყო მინიმუმ ქვეყნის საკრედიტო რეიტინგზე ერთი საფეხურით ნაკლები რეიტინგის მქონე კომერციულ ბანკებსა და ფასიან ქაღალდებში.
2024 წლის 3 იანვარს, ყველა იმ მონაწილის საპენსიო აქტივები, რომლებმაც არ გამოიყენეს საინვესტიციო პორტფელის არჩევის უფლება 2023 წლის აგვისტოდან, დაბრუნდა კონსერვატიულ საინვესტიციო პორტფელში, სხვა პორტფელის არჩევის შესაძლებლობით. შედეგად, 2024 წლის 4 იანვარს, კონსერვატიულმა პორტფელმა მთელი საპენსიო აქტივების 99.1% შეადგინა. 2024 წლის 30 ივნისის მდგომარეობით საპენსიო სააგენტოს მიერ მართულმა სამმა პორტფელმა – კონსერვატიული, დაბალანსებული და დინამიკური – საკმაოდ კარგი შედეგი აჩვენა და ფონდების გაშვებიდან 30 ივნისამდე დაგენერირებულმა ამონაგებმა შესაბამისად 9.8%, 13.4% და 15.0% შეადგინა.
რისკების კონტროლის დეპარტამენტმა წარმატებით გაიარა ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის ISO 27001-თან შესაბამისობის საკონტროლო შემოწმება, რომელიც 2024 წლის მაისში ჩატარდა. აღსანიშნავია, რომ საზედამხედველო აუდიტის ფარგლებში ISO 27001 სტანდარტთან შეუსაბამობა არ დაფიქსირებულა.
ცვლილებები განხორციელდა საპენსიო შენატანების ადმინისტრირების დამსაქმებლებლის ელექტრონულ სისტემა და ფუნქციონალი. დასაქმებულის პირად გვერდზე მომხმარებლის ახალი მეთოდით კერძოდ, ბანკის (BOG) პარამეტრებით ავტორიზაციის უზრუნველსაყოფად საჭირო სამუშაოები. სიახლის რეალურ გარემოში იმპლემენტაცია განხორციელდება შესაბამისი სამართლებრივი რეგულაციების მიღების შემდგომ.
საქართველოს პარლამენტის მიერ შერჩეული აუდიტორული კომპანიის შპს „დელიოტი“ და ტუში მიერ 2024 წლის 22 მაისს დასრულდა სააგენტოსა და საპენსიო ფონდის 2023 წლის ფინანსური ანგარიშგების აუდიტის პროცესი და მომზადდა აუდიტის დასკვნები.
2023 წლის ნოემბერში შეიქმნა საინვესტიციო რისკების მთავარი ოფიცრის პოზიცია და 2024 წელს დაინიშნა შესაბამისი კადრი. ამ საქმიანობის ფარგლებში საინვესტიციო რისკების მონიტორინგის სამსახურის მიერ რეგულარულად ხდება საინვესტიციო რისკების ანგარიშის მომზადება. 2024 წლის 15 თებერვალს ხელი მოეწერა სპეციალიზებული დეპოზიტარული მომსახურების ხელშეკრულებას.
საზოგადოებასთან ურთიერთობა საპენსიო სააგენტოსთვის, სქემაში ჩართული პირებისთვის ინფორმაციის მიწოდება და მაქსიმალური გამჭვირვალობა ერთ-ერთ მნიშვნელოვან ამოცანას წარმოადგენს. შესაბამისად, 2024 წლის განმავლობაში გამოქვეყნდა 499 სატელევიზიო, რადიო, ონლაინ და ბეჭდური მასალა. ასევე, საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება ხორციელდებოდა საპენსიო სააგენტოს სოციალური ქსელების, ელექტრონული ფოსტის, ვებ გვერდის, ბლოგის, მოქალაქეთა მისაღების, იუსტიციის სახლების 117 ფილიალის და ცხელი ხაზის დახმარებით. ამავე პერიოდში განხორციელდა ვებგვერდის რებრენდინგი და შშმ პირებზე ადაპტაცია.
ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.