პარლამენტის კომიტეტებში, ფრაქციებსა და საპარლამენტო ჯგუფებში 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონპროექტისა და მასალების განხილვა დაიწყო

ბკ

პარლამენტის კომიტეტებში, ფრაქციებსა და საპარლამენტო ჯგუფებში 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონპროექტისა და მასალების განხილვა დაიწყო.

2026 წლის ბიუჯეტი 5%-იან რეალურ ეკონომიკურ ზრდას ითვალისწინებს, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში ზრდის პროგნოზი 5,3%-ია. ნომინალური 2026 წლის ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი ჯამურად 35,5 მილიარდი ლარია, რომლის ფარგლებშიც სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ აღებული ვალდებულებები.

პრიორიტეტად რჩება ეკონომიკა, ჯანდაცვა, სოციალური საკითხები და ინფრასტრუქტურა. ასევე იზრდება პენსიები, საჯარო სექტორში კი ხელფასები.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მიერ შემუშავებული განრიგის თანახმად, ბიუჯეტის პროექტს 7-13 ოქტომბერს განიხილავენ.