„მე გაძლევთ დავალებას...“ - პატრიარქის მიმართვა ვრცელდება
1756927524
პარლამენტი საშემოდგომო სესიის გახსნისთვის ემზადება. ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელზეც, დეპუტატები ხვალ, საშემოდგომო სესიის პირველივე სხდომაზე იმსჯელებენ, სუსის ახალი ხელმძღვანელის დამტკიცება იქნება.
რეგლამენტის თანახმად, სწორედ საკანონმდებლო ორგანომ უნდა მიიღოს ცნობად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის პოსტიდან ანრი ოხანაშვილის გადადგომა და შემდეგ უკვე აღნიშნულ თანამდებობაზე მამუკა მდინარაძე აირჩიოს.
პარლამენტი ასევე განიხილავს გახარიას პარტიის მანდატ-შეწყვეტილი დეპუტატების ადგილ-მონაცვლეთა უფლებამოსილების საკითხს.
საშემოდგომო სესიის გახსნამდე ერთი დღით ადრე კი, აღნიშნულ თემებზე კანონმდებლები საპროცედურო საკითხთა კომიტეტზე იმსჯელებენ.