რისი გაკეთება არ შეიძლება წითელ პარასკევს
1744659848
პარლამენტი პოლიტიკური პარტიების აკრძალვის თაობაზე ინიციირებული საკანონმდებლო პაკეტის განხილვას იწყებს. საპარლამენტო უმრავლესობამ „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონსა და „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონში ცვლილებები წარმოადგინა, რომელთაც დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტი პირველი მოსმენით განიხილავს.
„ნაციონალური მოძრაობის“ გარდა, კიდევ რომელი პარტიები დაკარგავენ ქართულ პოლიტიკაში არსებობის უფლებას, ეს მალე გაირკვევა.
საქართველოს კანონმდებლობით, პარტიის აკრძალვა მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით შეიძლება. „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ მოქმედი კანონის გათვალისწინებით, საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია აკრძალოს პარტია, რომლის მიზანია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა, ან რომელიც ეწევა ომის ან ძალადობის პროპაგანდას, აღვივებს ეროვნულ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს, ქმნის, ან შექმნილი აქვს შეიარაღებული ფორმირება. პარტიის საქმიანობა ასევე შეიძლება რეორგანიზაციის ან თვითლიკვიდაციის საფუძველზე შეწყდეს.