პაპუაშვილი სააკაშვილის რეჟიმზე: არჩევნების ორგანიზებით, ოლქის საზღვრების აღდგენით, ფაქტობრივად ირიბად სეპარატიზმი აღიარეს და პირდაპირ ომში შეგვიყვანეს

შალვა პაპუაშვილი

არჩევნების ორგანიზებით, ოლქის საზღვრების აღდგენით, ფაქტობრივად ირიბად სეპარატიზმი აღიარეს, ირიბად საზღვრები აღიარეს და პირდაპირ ომში შეგვიყვანეს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ყოფილი სამხეთ ოსეთის ადმინისტრაციის გაუქმებასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ინიციატივაზე საუბრისას.

„მარტივ რამესთან გვაქვს საქმე, 2006 წელს ე.წ. „კოკოითი ფანდასრასტი“ რომ უხაროდათ და რომ ეგონათ ტაშ-ფანდურით ცხივალში შევიდოდნენ და ომში რომ გახვია სააკაშვილის რეჟიმმა [ქვეყანა]. 2006 წელს სააკაშვილის ხელისუფლების ორგანიზებით, ჩართულობით, ხელშეწყობით ცხივნალის რეგიონში ჩატარდა ალტერნატიული, სეპარატისტული არჩევნები და არჩეულ იქნა სამხეთ ოსეთის პრეზიდენტი, 2007 წელს შეიქმნა ადმინისტრაცია. ეს იყო მათი ბრძნული ჩანაფიქრი, რამაც საბოლოო ჯამში 2008 წელს მიგვიყვანა ომამდე“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ხელისუფლების გადაწყვეტილებით, მიხეილ სააკაშვილის მიერ შექმნილი „ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაცია“ უქმდება. საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე ინიციირდება.