21 ნოემბერს მთავარანგელოზობაა - ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ
1763670521
როდესაც უცხო პოლიტიკური ორგანიზაცია ცდილობს საქართველოს წინააღმდეგ ინსტრუმენტების გამოყენებას, რათა აქ პოლიტიკური ხელისუფლება შეცვალოს ეს არის საქართველოს წინააღმდეგ მტრული საქმიანობა, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა IPP-ის წერილთან დაკავშირებით.
მისი თქმით, IPP-თან ღიად თანამშრომლობენ და შეხვედრებს მართავენ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები და „ენჯეოები“, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს მათ მტრულ განწყობას საქართველოს წინააღმდეგ.
„ყველამ იცის, რომ რა თქმა უნდა ტყუილია და ეს დადასტურდა არაერთხელ იმ ისტერიის ფონზე, რომელიც უკრაინაში ომის დაწყების დღიდანვე დაიწყო საქართველოს წინააღმდეგ. მოუწია თვითონ ეღიარებინა შემდეგ ევროკავშირს, რომ ერთი ფაქტიც ვერ ნახეს, რომ საქართველოს ტერიტორია გამოყენებული იყო სანქციების გვერდის ავლისთვის. არადა, როგორც მოსაზღვრე ქვეყანას და სახელმწიფოს, რა თქმა უნდა არსებობს იმის რისკი, რომ ვიღაცამ შეეცადოს კონტრაბანდულად საქმიანობას. იმდენად აწყობილი არის კონტროლის სისტემა, რომ ერთი ფაქტიც ვერ გამოვლინდა. ანუ ეს არის ტყუილი. მეორე, რატომ უნდა IPP-ის ამგვარი ტყუილის გავრცელება საქართველოსთან დაკავშირებით, ესეც მე მგონი ცხადია. იმისთვის, რომ საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგი თავს მოახვიონ ქვეყანას. მოიყვანონ მარიონეტული „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში.
შესაბამისად, როდესაც უცხო პოლიტიკური ორგანიზაცია ცდილობს საქართველოს წინააღმდეგ ინსტრუმენტების გამოყენებას, რათა აქ პოლიტიკური ხელისუფლება შეცვალოს ეს არის საქართველოს წინააღმდეგ მტრული საქმიანობა.
IPP-ზე, როდესაც ვსაუბრობთ ფაქტია, რომ ახლახან „ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელობა იმყოფებოდა საზღვარგარეთ, სადაც მათთანაც ჰქონდათ შეხვედრები. დიდი ალბათობით მათი მონაწილეობით არის ამგვარი წერილი და მიმართვა შედგენილი. შესაბამისად, თუ კი ეს წერილი არის საქართველოს წინააღმდეგ მტრული საქმიანობა გამოდის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და ის ხალხი ვინც ამაში ჩართული იყვნენ - „ენჯეოები“ მათ შორის, რომლებიც თავს იწონებენ, რომ საქართველოს წინააღმდეგ მუშაობენ არის საქართველოს წინააღმდეგ მტრულ საქმიანობაში დახმარება. სხვათა შორის რამდენიმე ასეთი მუხლი წაყენებული აქვს რამდენიმე პოლიტიკოსს რადიკალური ოპოზიციიდან. აი, ასეთი ფაქტები, ხომ თავად აჩვენებენ საზოგადოებას, რომ საქართველოს წინააღმდეგ მტრულ საქმიანობაში ეხმარებიან უცხო ძალებს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
რაც შეეხება კითხვას - თუ რა კავშირი აქვს IPP-ის წერილს ვიქტორ ყიფიანთან, შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ ყველა ვინც ჩართულია დეზინფორმაციული ნარატივის შედგენაში, ყველა მონაწილეობს საქართველოს წინააღმდეგ მტრულ საქმიანობაში.
„ყველა ვინც ჩართული არის დეზინფორმაციულ ნარატივის შედგენაში, მათ შორის ეს ეხება „ჯეოქეისის“ თანამშრომლებს ვინც ამაში არიან ჩართულები, ყველა ჩართულია საქართველოს წინააღმდეგ მტრულ საქმიანობაში. ეს არის ფაქტი და ამას უნდა გაუსწოროს ყველამ თვალი და მათ შორის ბატონი ყიფიანის მონაწილეობით ასეთ დეზინფორმაციულ ნარატივს ქმნი ხელოვნურად, ავრცელებს ხელოვნურად და აძლევ საბაბს უცხო ძალებს, რომ შენი დეზინფორმაციული ნარატივზე დაყრდნობით საქართველოს წინააღმდეგ თუნდაც წერილები წერონ და ცუდი პრესა შეუქმნან საქართველოს, ეს არის საქართველოს წინააღმდეგ მტრული საქმიანობა თავისი პოლიტიკური დატვირთვით“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ მედიის წარმომადგენლებმა მოიპოვეს წერილი, რომელიც არასაჯაროდ IPP-ის წევრებმა ევროკომისიის წევრებს მიწერეს. ამ წერილში საუბარია, რომ საქართველო გვერდს უვლის სანქციებს და რუსეთს ეხმარება. ამას წინ უძღოდა სტატია, რომელიც დაიწერა პირის მიერ, რომელიც კავშირშია ვიქტორ ყიფიანის ორგანიზაციას „ჯეოქეისთან“.