ძუძუს კიბოს 7 სიმპტომი, რომელთა იგნორირება ერთი დღითაც არ შეიძლება - პროფესორის გაფრთხილება
1789501348
"ჩვენს პენიტენციურ დაწესებულებაში 24/7-ზე არის უზრუნველყოფილი სამედიცინო მომსახურება, თუ არსებობს საჭიროება, სამოქალაქო სექტორის კლინიკებშიც გადაგვყავს მსჯავრდებულები,“- ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ ტელეკომპანია ,,იმედის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა.
,,დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ სამედიცინო მომსახურება ჩვენს პენიტენციურ სისტემაში გაცილებით უფრო მაღალ დონეზეა, ვიდრე ბევრ სხვა მოწინავე ქვეყანაში," - განაცხადა პაატა სალიამ.
იუსტიციის მინისტრის თქმით, ის რომ პენიტენციურ სისტემაში ჯანდაცვის საკითხები მაღალ დონეზეა, ევროპის საბჭოს წამების პრევენციის კომიტეტმა (CPT) ბოლო პერიოდში ვიზიტების დროს არაერთხელ დადასტურდა.