პაატა სალია მიხეილ ყაველაშვილზე: დიდი იმედი გვაქვს, რომ ის იქნება პრეზიდენტი, რომელიც შეძლებს საზოგადოებაში არსებული პოლარიზაციის დასრულებას და ქვეყნის გაერთიანებას

პაატა სალია

ჩვენი და ქართული საზოგადოების მოლოდინი ის არის, რომ მიხეილ ყაველაშვილი პრეზიდენტის ინსტიტუტს ღირსებასა და სახეს დაუბრუნებს, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა პაატა სალიამ.

„ის იქნება პრეზიდენტი, რომელიც შეძლებს საზოგადოებაში არსებული პოლარიზაციის დასრულებას და ქვეყნის გაერთიანებას“, - აღნიშნავს პაატა სალია.

მიხეილ ყაველაშვილი საქართველოს მეექვსე პრეზიდენტია. პრეზიდენტის ინაუგურაცია პარლამენტში გაიმართა. მიხეილ ყაველაშვილმა ფიცი დადო პრეზიდენტის ინაუგურაციისთვის სპეციალურად დაბეჭდილ საინაუგურაციო კონსტიტუციაზე, რომელიც პარლამენტის მუზეუმში შეინახება.