ნათლობის წესში ცვლილება შევიდა - ნახეთ, ყველა დეტალი
1750359420
სასწრაფოდ გვჭირდება გადაწყვეტილების მიღების მექანიზმი. ამის გარეშე ერთიანობა დარჩება ლოზუნგად და არა – ძალად. ამაზე უნდა ვიმუშაოთ. ყველა უნდა იყოს ჩართული საერთო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, – ამის შესახებ ნათქვამია „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრის, პაატა მანჯგალაძის განცხადებაში, რომელსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.
როგორც მანჯგალაძე აღნიშნავს, „ევროპარლამენტის ბოლო რეზოლუციამ აჩვენა, რომ ერთიანობას, საერთო ძალისხმევას ალტერნატივა არ აქვს“.
„რეჟიმისთვის კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობა იქნებოდა, ჩვენ რომ ნამდვილად ერთიანები ვიყოთ და მთელ ენერგიას დაპირისპირებაზე არ ვხარჯავდეთ. ამიტომ სასწრაფოდ გვჭირდება გადაწყვეტილების მიღების მექანიზმი. ამის გარეშე ერთიანობა დარჩება ლოზუნგად და არა – ძალად. ამაზე უნდა ვიმუშაოთ ახლა – ყველა უნდა იყოს ჩართული საერთო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში და ჰქონდეს საკუთარი ადგილი, წილი. ეს არ გულისხმობს რომელიმე პარტიის დათმობას, პირიქით, თითოეულ ხმას ექნება მნიშვნელოვანი წონა და პასუხისმგებლობა გადაწყვეტილებებზე, რაც შემდგომში მინიმუმამდე დაიყვანს დაქსაქსულობას, შიდა დაპირისპირებას ოპოზიციურ ფლანგზე“, – ნათქვამია პაატა მანჯგალაძის განცხადებაში.