პაატა კვიჟინაძე: ჩვენ გვინდა, რომ საქართველოს მოსახლეობას რაც სჭირდება, ზუსტად იმ პროგრამებზე ვიმუშაოთ, რა მიმართულებითაც არ უნდა იყოს

პაატა კვიჟინაძე

ჩვენ გვინდა, რომ საქართველოს მოსახლეობას რაც სჭირდება, ზუსტად იმ პროგრამებზე ვიმუშაოთ, რა მიმართულებითაც არ უნდა იყოს,- განაცხადა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძემ გრანტების შესახებ კანონპროექტზე საუბრისას.

„თუ საზღვარგარეთის ქვეყნები სხვა ქვეყანაში აფინანსებენ თავის ინტერესებს, თავისთანაც და საზღვარგარეთაც, საქართველომ თავისი ინტერესების გატარება რატომ არ უნდა დააფინანსოს? ხომ არის, რომ მაგალითად არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც საზღვარგარეთიდან ფინანსდებიან, ისინი კონკრეტულ მიზნებს ემსახურებიან. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ბევრი კარგი საქმე გაკეთდა. უმადური არ უნდა იყოთ, მაგრამ ბევრი - ცუდიც. ვხედავთ ახლა რაც ხდება ხომ?! ისინი კონკრეტულ მიზნებს ემსახურებიან კარგია თუ ცუდია. ჩვენ გვინდა, რომ საქართველოს მოსახლეობას რაც სჭირდება, ზუსტად იმ პროგრამებზე ვიმუშაოთ, რა მიმართულებითაც არ უნდა იყოს. რაც მთავარია ეს უნდა იყოს ღია და გამჭვირვალე“,- განაცხადა კვიჟინაძემ.

83 მომხრე, ნული წინააღმდეგი - პარლამენტმა, გრანტების შესახებ კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღო.