პაატა კვიჟინაძე: 2026 წლის ბიუჯეტი განვითარებაზეა ორიენტირებული

პაატა კვიჟინაძე

„2026 წლის ბიუჯეტი განვითარებაზეა ორიენტირებული, ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი გაზრდილია 3 მილიარდი ლარით და ეს მატება არის ყველა მიმართულებით, როგორც ძალოვანი სტრუქტურების, ქვეყნის განვითარების, ასევე სოციალური საკითხების კუთხით“, - განაცხადა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ პაატა კვიჟინაძემ კომიტეტის სხდომის დაწყებისას, სადაც 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის პირველად ვერსიას განიხილავენ.

როგორც პაატა კვიჟინაძემ განმარტა, დღეს კომიტეტი შემაჯამებელ სხდომას მართავს, რის შემდეგაც პარლამენტის რეკომენდაციებით და შენიშვნებით ბიუჯეტის პროექტი მთავრობას უკან დაუბრუნდება.

კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, ხარჯვითი ნაწილის მატების მიუხედავად, ყველა ეკონომიკური მაჩვენებელი, რომელიც მნიშვნელოვანია ქვეყნის განვითარებისთვის რჩება ნორმის ფარგლებში და ერთ-ერთი საუკეთესოა რეგიონსა და ევროპაში, როგორც ეს იყო წინა წლებში, რაც მისასალმებელია“, - განაცხადა პაატა კვიჟინაძემ.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პირველად პროექტთან დაკავშირებით შემაჯამებელ სხდომას მართავს.