LIVE: მანქანა მდინარეში გადავარდა - ბოლო ინფორმაცია ადგილიდან
1747854908
პაატა ბურჭულაძის მონაწილეობით საოპერო დადგმა „აიდა“ მაქვს ნანახი, მანდ კარგი იყო და მერე სიმღერები, ფლუგერივით ტრიალი დაიწყო, ხან პუტინს უმღერა, ხან რევოლუციურ გეგმას ჩაუდგა სათავეში, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
ვოლსკის თქმით, პაატა ბურჭულაძის პლატფორმაზე სერიოზულად ვერ ილაპარაკებს.
„არ ვიცი, ერთმანეთთან ბრძოლაში რომელი უფრო წარმატებული იქნება, პაატა ბურჭულაძის პლატფორმა, თუ სალომე ზურაბიშვილის, მაგრამ საქართველოში ვერ იქნებიან წარმატებული. პაატა ბურჭულაძე წარმატებული იყო, როცა მსოფლიოს სცენაზე მღეროდა. შემდეგ უკვე პუტინს უმღეროდა და რუსეთში იყო თანამდებობებზე დანიშნული. ამას ვერანაირად ვერ ჩავუთვლით იმ წარმატებაში, რომელსაც დღეს იჩემებს, რომ ევროპისკენ სვლის მედროშეა. პაატა ბურჭულაძის ფიგურა რაიმე პლატფორმაზე საუბარს არ შეესაბამება, მით უმეტეს, სერიოზულ საუბარს. სალომე ზურაბიშვილი ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია კოლექტიური „ნაცმოძრაობის“, განსხვავება ის არის, რომ სალომე ზურაბიშვილს თავისი ქარტიით უნდა „ნაცმოძრაობის“ ლიდერიც გახდეს. პაატა ბურჭულაძეს მიაჩნია, რომ თვითონ ერთადერთი და განუმეორებელია. აი, გედი ფოფხაძის როლი და პლატფორმა ჯერ ვერ გამოვიცანით, ალბათ, უახლოეს პერიოდში ესეც ცნობილი გახდება. პაატა ბურჭულაძის პოლიტიკური კონტექსტი არ არსებობს. პაატა ბურჭულაძე ხშირად გვთავაზობს სისულელეს, რათა მისი სახელი ხშირად იყოს განმეორებული. სისულელეს სულელი ამბობს. პაატა ბურჭულაძე გამოჩენილი იყო და მეტროპოლიტენ ოპერაში მღეროდა. მისი მონაწილეობით საოპერო დადგმა – „აიდა“ მაქვს ნანახი. მანდ კარგი იყო და მერე სიმღერები და ფლუგერივით ტრიალი დაიწყო. ხან პუტინს უმღერა, ხან რევოლუციურ გეგმას ჩაუდგა სათავეში. რასაკვირველია, მასზე ვერ ვილაპარაკებთ, როგორც სერიოზულ ადამიანზე. ერთი კი შეგვიძლია ვთქვათ, რომ შესანიშნავი სქემით ჩაატარა თაღლითობა, რასაც ვითომდა, უსახლკაროთა და ბავშვთა დახმარება ჰქვია. შესანიშნავი, კარგად გათვლილი თაღლითური სქემა ჩამოაყალიბა მაშინ და დღეს ვუყურებთ, როგორც რაღაც პოლიტიკურ ლიდერს და პლატფორმებზე ვლაპარაკობთ. სიტყვა პლატფორმა პოლიტიკურ თემაშია, პაატა ბურჭულაძესთან მიმართებით ძალიან შორს არის“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.