ქართველების დაპირისპირება ქელეხში, იტალიაში - საქმეში ფიგურირებს მინდია ლავასოღლიც
1795896376
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი ოპოზიციის გუშინდელ აქციას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ აქცია მცირერიცხოვანი იყო და მალევე დაიშალა.
მათიკაშვილის განცხადებით, ოპოზიციას მეტის თავი არ აქვს იმ ერთადერთი მიზეზის გამო, რომ „საზოგადოებას არ სჯერა აგენტურის“.
“ორი თვე ემზადებოდნენ რადიკალები აქციისთვის, რა აღარ იკადრეს, რომ ხალხი ქუჩაში გამოეყვანათ, მაგრამ შეძლეს ის, რომ მაქსიმუმ 7000 ადამიანი იყო გამოსული ქუჩაში. ვერ შეავსეს თავისუფლების მოედანი და ზუსტად ნახევარ საათში დაიშალა ეს აქცია. ნახევარი საათი გაძლო რადიკალურმა ოპოზიციამ, ეს არის რეალობა. ეს არის ეგრეთ წოდებული ვითომ ხალხის მდინარეები, მეტის თავი მათ რა თქმა უნდა, არ გააჩნიათ ერთადერთი მიზეზის გამო - საზოგადოებას არ სჯერა აგენტურის”,- განაცხადა მათიკაშვილმა.