„5-ჯერ ესროლა, შემდეგ კი ფიზიკურად იძალადა...“ - გორში მამა-შვილის მკვლელობის ახალი დეტალები
1746003029
ევროკავშირის საბჭოს მიერ ქართველი დიპლომატებისა და ოფიციალური პირებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას აფასებენ მმართველ გუნდში. საპარლამენტო უმრავლესობაში მიიჩნევენ, რომ მსგავსი დამოკიდებულება გულდასაწყვეტია.
ასევე, ისინი ყურადღებას ამახვილებენ იმ განმარტებაზე, რაც ევროკავშირის წარმომადგენლობის მხრიდან გაკეთდა, სადაც ნათქვამია, რომ უვიზო მიმოსვლის შეჩერება - "უცხოური გავლენის გამჭვირვალობისა" და" ოჯახური ღირებულებების დაცვის" კანონების მიღებას უკავშირდება.
"საზოგადოებამ მინდა შევახსენო ბატონი ტრამპის განცხადება რამდენიმე დღის წინ, სადაც მას ჩართვა ჰქონდა დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე და მან განაცხადა, რომ ევროკავშირს ამერიკის მიმართ აქვს უსამართლო დამოკიდებულება. ამიტომაც, არავის არ უნდა გაუკვირდეს, ბატონი ტრამპის განცხადების შემდეგ, ევროკავშირს ასეთი დამოკიდებულება ჰქონდეს საქართველოს მიმართ. ოპტიმისტური მოლოდინები გვაქვს იმასთან დაკავშირებით, რომ როგორც ამერიკაში შეიცვალა პოლიტიკური დღის წესრიგი და უფრო გაჯანსაღდა, ზუსტად იგივე ტენდენციები გავრცელდება უკვე ევროკავშირზეც," - პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა.