პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ორგანიზაცია „საქართველოს მომავლის აკადემიის“ დამკვირვებელი „ქრონიკას“ უყვება, რომ ადგილობრივ მონიტორებს რადიკალებთან კავშირში მყოფი არასამთავრობო სექტორისგან კონკრეტული დავალება ჰქონდათ. მისი თქმით, დაკვირვების პროცესი არ იყო სამართლიანი და ობიექტური და ადგილი ჰქონდა საბოტაჟისკენ მოწოდებებს. ასევე, დამკვირვებლებმა მიიღეს შეტყობინებები, რომლის მიხედვითაც მათ ხმების გადათვლის პროცესში მონაწილეობა არ უნდა მიეღოთ.
ფაქტს გამოეხმაურა მმართველი გუნდის გლდანის დელეგატი ვლადიმერ ბოჟაძე.
„დამკვირვებლები, რომლებიც უნდა იყვნენ ობიექტურები, ასრულებდნენ კანონმდებლობით განსაზღვრულ უფლებამოსილებას, ამას შეგნებულად არ აკეთებდნენ, იმიტომ რომ ექვემდებარებიან პოლიტიკურ გავლენას და მათი არმონაწილეობა, მათი წევრებისთვის გაგზავნილი „ესემესები“ კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ არჩევნები ჩატარდა ობიექტურად და სიმართლის დადგენა პირველ რიგში ჩვენს ინტერესებშია. კანონმდებლობის ფარგლებში ყველაფერს გავაკეთებთ, იმისთვის რომ ეს სიმართლე გაიგოს ყველამ. ოპოზიციის მცდელობა, საზოგადოება მოატყუოს, თითქოს რომელიმე საარჩევნო სუბიექტის ხმა არ იყო ასახული შესაბამის ოქმებში, უბრალოდ ტყუილია და, რა თქმა უნდა, ქართველი ხალხი ამას არ დაიჯერებს“, - მიიჩნევს ბოჟაძე.