ოპოზიციის მორიგი მანიპულაცია და ტყუილი პირადობის მოწმობებთან დაკავშირებით - ლევან ბეჟაშვილი ამჯერად სიცრუის ტირაჟირებას და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ყალბი მოწმობის გამოქვეყნებით ცდილობს

სქრინი

არჩევნების მოახლოების პარალელურად, ბოლო კვირების განმავლობაში ოპოზიციამ ჩვეული ხერხით პირადობის მოწმობებთან დაკავშირებით სიცრუის ტირაჟირება აქტიურად დაიწყო. სიცრუე, რომელიც რამდენიმე დღის წინ "ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა თამარ კორძაიამ გაავრცელა, თითქოს წნორში, მოხუცთა თავშესაფარში 22 მოხუცსა და 9 თანამშრომელს ჩამოართვეს პირადობის მოწმობები და ოფისში წაიღეს, ამჯერად ლევან ბეჟაშვილმა აიტაცა და სოციალურ ქსელ x-ში იგივე თემა განავრცო. მის „სიმართლეში" ეჭვი რომ არავის შეეტანა, პოსტს თან ყალბი პირადობის მოწმობაც დაურთო.

აღსანიშნავია, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები ვერ ასახელებენ ვერც იმ ადამიანების ვინაობას, ვისაც მათი თქმით, პირადობები ჩამოართვეს და ვერც მათსას, ვინც თითქოს ჩამოართვა.

„ნამდვილად არ გაგიმხელთ მტკიცებულებებს"- ეს გიორგი ვაშაძის ციტატაა, მასაც თანაგუნდელების მსგავსად მტკიცებულებების გასაჯაროება არ სურს.

ამის საპირისპიროდ მმართველმა გუნდმა გუშინ პირადობის მოწმობებთან დაკავშირებით გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას არგუმენტირებულად უპასუხა და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს მიმართა, რათა არ გაითვალისწინონ სიცრუის შემცველი ინფორმაციები პირადობის მოწმობებთან დაკავშირებით და შეაფასონ საკუთარ ანგარიშებში როგორც ოპოზიციის სიცრუის ტირაჟირება, ასევე - ადგილობრივი ორგანიზაციების მიერ მათი მხარდაჭერის კუთხით პოზიციონირება