1787341694
ოპოზიციაში მიმდინარე დაპირისპირება, სინამდვილეში არის ძალიან სასარგებლო და საინტერესო პროცესი ქართული დემოკრატიისთვის, რადგან საქმე გვაქვს ლუსტრაციასთან - თორნიკე ფაღავა
"ოპოზიციაში მიმდინარე დაპირისპირება, სინამდვილეში არის ძალიან სასარგებლო და საინტერესო პროცესი ქართული დემოკრატიისთვის" - აცხადებს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე თორნიკე ფაღავა, ნიკა გვარამიასა და მიხეილ სააკაშვილის დაპირისპირებაზე.
თორნიკე ფაღავას თქმით, მათი ერთადერთი საზრუნავი არის მხოლოდ და მხოლოდ ფული და ძალაუფლება და მათ შორის არანაირი იდეოლოგიური ერთობა არ არსებობს:
"ოპოზიციაში მიმდინარე დაპირისპირება, სინამდვილეში არის ძალიან სასარგებლო და საინტერესო პროცესი ქართული დემოკრატიისთვის, იმდენად, რამდენადაც საქმე გვაქვს ლუსტრაციასთან. ჩვენ ვხედავთ რადიკალურ ოპოზიციაში მყოფ ლიდერების ურთიერთბრალდებებს, ასევე ვხედავთ მათ განცხადებებს იმასთან დაკავშირებით, რომ თურმე გარკვეულ თანხად შეუძლიათ ერთმანეთის ყიდვა და გადაბირება. სწორედ ეს არის და სწორედ ამას ვსაუბრობდით ჩვენ მთელი ამ დროის განმავლობაში, რომ არ არსებობს მათ შორის არანაირი იდეოლოგიური ერთობა. მათი ერთადერთი საზრუნავი არის მხოლოდ და მხოლოდ ფული და ძალაუფლება,"- აღნიშნავს თორნიკე ფაღავა.
"გზა აბნეული გამყიდველები, რომლებიც სიბინძურეებით ყურადღების მიქცევას ცდილობენ" - მორიგი წერილი რუსთავის ციხიდან პარტია "ახალს". მიხეილ სააკაშვილის და ნიკა გვარამიას "ფეისბუკ" დაპირისპირება გრძელდება.
უკვე რამდენიმე დღეა ხელისუფლების ოპონენტები, ისევ ოპოზიციის ოპონენტებად იქცნენ.











