1787341694
"ეს დაპირისპირება, რა თქმა უნდა, დასრულდება მათი კიდევ უფრო დასუსტებით" - ირაკლი ქადაგიშვილი გვარამია-სააკაშვილზე
"გზა აბნეული გამყიდველები, რომლებიც სიბინძურეებით ყურადღების მიქცევას ცდილობენ" - მორიგი წერილი რუსთავის ციხიდან პარტია "ახალს". მიხეილ სააკაშვილის და ნიკა გვარამიას "ფეისბუკ" დაპირისპირება გრძელდება.
უკვე რამდენიმე დღეა ხელისუფლების ოპონენტები, ისევ ოპოზიციის ოპონენტებად იქცნენ. გავრცელებული წერილები, ბრალდებები და ერთმანეთის დაუსრულებელი ლანძღვა მმართველი გუნდისთვის თვითლუსტრაციის მაგალითია.
"ის ფაქტები, ის ბრალდებები, რომელსაც ჩვენ ვისმენთ ერთმანეთის მიმართ, ხშირ შემთხვევაში კი არა, ძირითადად სიმართლეს შეესაბამება. იმიტომ რომ დაკავებულები იყვნენ უკვე ოპოზიციაში, მათ შორის, "თავისუფლებისათვის" მებრძოლები, მედიების გაკოტრებით, მედიების დახურვით. ეს დაპირისპირება, რა თქმა უნდა, დასრულდება მათი კიდევ უფრო დასუსტებით და ჩვენ ხშირად გვითქვამს ხოლმე, რომ სჯობს ასეთი პოლიტიკური სპექტრი საერთოდ არ არსებობდეს და არსებობდეს ნორმალური, ჯანსაღი, პატრიოტული, პოლიტიკური სპექტრი, რომელიც აუცილებელია, რა თქმა უნდა, დემოკრატიული სახელმწიფოსათვის და მრავალპარტიული წყობისათვის,"- აცხადებს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი.











