სახლში დაბრუნებულმა ქალმა საწოლში თავისი უფროსი აღმოაჩინა (უცხოეთი)
1769703129
„რადიკალურმა ოპოზიციამ უცხოეთიდან მიღებული დირექტივებით გადაწყვიტა კვლავ დაეზიანებინა ქვეყნის ეროვნული ინტერესები და დაიწყო ტყუილზე აგებული კამპანია“, - აღნიშნული განცხადება ნოდარ ბოკერიამ საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე გააკეთა და ოპოზიციას ურჩია უსაფუძვლო და ულოგიკო კრიტიკის ნაცვლად დისკუსიაში ჩაერთოს და მმართველ გუნდთან ერთად იმსჯელოს არსებული პრობლემების გადაჭრის ალტერნატიულ გზებზე.
„ჩვენ გავიარეთ პერიოდი, როდესაც ხუთჯერ შეეცადნენ, რომ ძალადობრივი რევოლუციის გზით დაემხოთ პროეროვნული მთავრობა, რომელიც ხალხის მიერ არის არჩეული და ამის სანაცვლოდ ქვეყნის სათავეში მოეყვანათ ისეთი აგენტურა, რომელიც მეორე ფრონტს თვალის დაუხამხამებლად გახსნიდა. ეს რომ ასე მომხდარიყო, დღეს იმის საშუალება, რომ აქ ვმსხდარიყავით და თბილისის განვითარების ალტერნატივებზე გვემსჯელა, ნამდვილად არ გვექნებოდა“, - განაცხადა ნოდარ ბოკერიამ.
მისივე სიტყვებით, საზოგადოებისთვის ყველაფერი ნათელი გახდა მას შემდეგ, რაც გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა მარტა კოსმა პირდაპირ აღნიშნა, რომ შავი ფულით ოპოზიციის დაფინანსების გზებს ეძებენ.
„ამაზე საზოგადოების რეაქციაც ნათელი გახდა მაშინ, როდესაც ვიხილეთ რადიკალური ოპოზიციის დამოკიდებულება გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით. თუ ადამიანი ხარჯავს ფულს, რომელიც საზოგადოებისთვის სასარგებლოა, მას გამჭვირვალობასთან პრეტენზია არასოდეს ექნება“, - დასძინა ნოდარ ბოკერიამ.
საკრებულოს წევრი სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ფასების დარეგულირების საკითხსაც შეეხო და განაცხადა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ გამართული შეხვედრები როგორც სადისტრიბუციო ქსელის წარმომადგენლებთან, ასევე მწარმოებლებთან ამ ამოცანის გადაჭრისკენ მიმავალი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია.