ინფორმაცია მათთვის, ვისაც ბანკში სესხი აქვს
1750334792
რადიკალურ ოპოზიციონერებს უნდათ, რომ ყველაფრის გაკეთება შეძლონ, სხვა დააზიანონ, რაღაც დააზიანონ, კანონი დაარღვიონ, - განაცხადა დედაქალაქის მერმა მედიასთან.
კახა კალაძე გამოეხმაურა ოპოზიციის ბრალდებას, რომელიც ხელისუფლებას რეპრესიებში ადანაშაულებს. მისი თქმით, პოლიტიკოსი ვალდებულია კანონი დაიცვას.
„რეპრესიებზე საუბარი ჩვეულებრივი პოლიტიკური სპეკულაციაა. მათ აქვთ სურვილი, რომ თავიანთი დანაშაული რეპრესიად შეფუთონ. ანუ რა გამოდის, რომ თუ გაქვს პოლიტიკოსის სტატუსი, ყველაფრის გაკეთება შეგიძლია, რომ სხვა დააზიანო, რაღაც დააზიანო, კანონი დაარღვიო? მათი განცხადებებიდან ასე ჩანს, რომ უნდათ ამ ყველაფრის უფლება ჰქონდეთ. ეს სწორი დამოკიდებულება არ არის. ჩვენ, პოლიტიკოსებს გვაქვს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა საზოგადოების, ხალხის წინაშე და პირველები უნდა ვიყოთ, ვინც კანონს დაიცავს. ამ შემთხვევაში პირიქით ხდება. თუკი რაიმე სიბინძურე არსებობს, აკეთებს ეს რადიკალური დაჯგუფება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
რაც შეეხება ოპოზიციის არჩევნებში მონაწილეობის საკითხს, თბილისის მერის თქმით, მათი გადაწყვეტილება საინტერესო არაა.
„საერთოდ არაა საინტერესო, რას გადაწყვეტს რადიკალური დაჯგუფება. ვიცით მათი დღის წესრიგი - რასაც ეტყვიან, დაავალებენ, იმას გააკეთებენ. რამდენიმე თვის წინ გახსოვთ რა პოზიცია ჰქონდათ. პირდაპირ აცხადებდნენ, რომ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას არ აპირებდნენ. დღეს უკვე პოზიცია შეცვლილი აქვთ“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.