3 ადგილი სახლში, სადაც კატეგორიულად არ შეიძლება სარკის დაკიდება
1757966639
საფრანგეთში ბიუჯეტის შემცირების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციების ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით 58 ადამიანი, მათ შორის 11 პარიზში დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ქალაქების ბლოკირების 100-მდე მცდელობა იყო.
ფრანგული მედიის ინფორმაციით, მარსელის ქუჩებში ათი ათასამდე ადამიანი გამოვიდა. მარსელში აქციის მონაწილეებმა გადაკეტეს იმ ქარხნის შესასვლელი, რომელსაც ისრაელის იარაღით მომარაგებაში ადანაშაულებენ. დემონსტრანტებმა ქარხანას გენოციდური უწოდეს და მისი დახურვა მოითხოვეს.
აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა ნანტსა და პარიზშიც.
დემონსტრაციებს უერთდებიან გაფიცული ადამიანებიც, მათი უმრავლესობა სკოლის მოსწავლეები არიან. დაგეგმილი გაფიცვების გამო საფრანგეთში ელექტროენერგიის წარმოება შემცირდა.
ამასთან, შეფერხებულია ქვეყნის მასშტაბით მაგისტრალებზე მოძრაობა, დახურულია რამდენიმე მეტრო და აფთიაქები.
საფრანგეთში მთელი ქვეყნის მასშტაბით 250-მდე დემონსტრაციაა დაგეგმილი. აქციებზე 900 000-მდე ადამიანს ელოდებიან.