ბექა ჯაიანმა დუმილი დაარღვია - კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული პირველ კომენტარს აკეთებს
1734948740
„ქართული ოცნებიდან“ წასული პოლიტიკოსების "ლელოში" და გახარიასთან გაერთიანებას, უმრავლესობაში აფასებენ. მათი განმარტებით, ოპონენტებს განახლების რესურსი არ აქვთ.
"ოპოზიციას ფაქტობრივად განახლების რესურსი არ გააჩნია და ისინი იმ სახეებს, რომლებმაც თავისი ადგილი ვერ ნახეს და დრო მოჭამეს ქართულ პოლიტიკაში, მათ შორის "ქართული ოცნების" შემადგენლობაში, იმათი რეკრუტირება დაიწყეს," - აცხადებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ქადაგიშვილი.
პარტია "გახარია საქართველოსთვის" საპარლამენტო სია გუშინ გახდა ცნობილი - მესამე ნომრად "კონსერვატიული პარტიის" თავმჯდომარე ზვიად ძიძიგური, ხოლო მეხუთე ნომრად კი დიმიტრი ცქიტიშვილი დასახელდა. სიახლეა ასევე კოალიცია "ძლიერ საქართველოშიც", რომლის სახელითაც პოლიტიკურ ბრძოლაში გიორგი მარგველაშვილი ჩაერთო.