დღეს გამორჩეული ახალმთვარეობაა ! - რა ელოდებათ ზოდიაქოს ნიშნებს
1750873228
ჩვენ უნდა მივადევნოთ თვალი, როგორი დამოკიდებულება აქვს ევროკავშირის გარკვეულ პოლიტიკურ თუ ჩინოვნიკურ წრეებს მართლმსაჯულებასთან დაკავშირებით კონკრეტულად საქართველოს შემთხვევაში, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ხალხის არჩევანის ქუჩაში მოსროლა და ქვეყნის პარლამენტის საბოტაჟი არის ანტიევროპული ქმედება.
„ჩვენ არ გვახსოვს არც ერთი საქმე, განსაკუთრებით „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებულ საკითხებს ეხებოდა, სადაც ზუსტად ანალოგიური განცხადებები არ მოეყვანათ, თუმცა ყოველ ჯერზე, როდესაც საქმე სტრასბურგის სასამართლოში მიდიოდა, სტრასბურგის სასამართლო ნათლად იძლეოდა დასკვნას იმასთან დაკავშირებით, რომ ეს იყო მართლაც ღია სასამართლო და მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ჯდებოდა ადამიანის უფლებებსა და სამართლიანი სასამართლოს ჩარჩოებში. დარწმუნებული ვარ, ანალოგიური ვითარება დადგება ამასთან დაკავშირებით. აქ არის პოლიტიკური მდგენელი. ამ ოპოზიციას ერთხელაც არ უთხრეს, რომ ხალხის არჩევანის ქუჩაში მოსროლა, ქვეყნის პარლამენტის საბოტაჟი და ქვეყნის კონსტიტუციის საბოტაჟი არის ანტიევროპული ქმედება. უკარნახეს, რომ ამ პოლიტიკურ გზას და გეზს დასდგომოდნენ, სწორედ მათმა ამ რჩევებმა და ოპოზიციის ბრმად მიყოლამ მიიყვანა ამ მდგომარეობამდე“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.