ოპოზიცია, რომელმაც ოპონირება მმართველ პარტიას უნდა გაუწიოს პარლამენტში, საკუთარი ქვეყნის ოპონენტი გახდა - არჩილ თალაკვაძე

არჩილ თალაკვაძე

 ოპოზიცია, რომელმაც ოპონირება მმართველ პარტიას უნდა გაუწიოს პარლამენტში, გახდა არა მმართველი გუნდის, არამედ საკუთარი ქვეყნის ოპონენტი და მუშაობა საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ დაიწყო. ისინი აქტიურად დადიოდნენ ევროდერეფნებში, აგზავნიდნენ წერილებს და ა.შ., - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. 

მისივე თქმით, ევროპამ ძალიან კარგად იცის თუ ვინ არიან რეალურად ეს ადამიანები და როგორ მუშაობდნენ ხელისუფლებაში ყოფნის დროს. 

„ეს არის უბრალოდ რეალობის გაყალბება იმიტომ, რომ ევროპამ ძალიან კარგად იცის თუ ვინ არიან რეალურად ეს ადამიანები და როგორ მუშაობდნენ ხელისუფლებაში ყოფნის დროს. ისინი არღვევდნენ ადამიანის უფლებებს ევროპის სახელით და აწამებდნენ ადამიანებს დემოკრატიის სახელით“, - აღნიშნა თალაკვაძემ.