„4 გოგო და + ბიჭი...“ - ვინ არის წყვილი, რომლის ვიდეოს სოციალურ ქსელში უამრავი ნახვა აქვს
1734101460
ოპოზიცია როგორ იტყვის, რა უნდა გააკეთოს, როცა მტკიცებულებები არ არის, ვისაც იმედი ჰქონდა, რომ ორშაბათს მაინც გაიგებდა რამე გეგმას, ზურა ჯაფარიძემ მათაც ცივი წყალი გადაასხა, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მაჭარაშვილის თქმით, ოპოზიციამ რაც დათესა, იმას იმკის.
„დათესა ზიზღი, სამშობლოს სიყვარულის გაქრობა, ომის პროპაგანდა და ახლა ზუსტად ამას იმკის. ვერც გეგმა რომ ვერ წარადგინეს და ისიც კი ვერ თქვეს, ვინ იტყვის ამ გეგმას, იმისი მტკიცებულებაა, რომ ვერავის ვერავითარი გეგმა ვერ ექნება, რადგან გაყალბებასთან დაკავშირებით მტკიცებულებები ბუნებაში არ არსებობს.
ახლა გამოდის, რომ ოპოზიცია ეძებს შავ კატას ბნელ ოთახში, რომელიც იქ არ არის. მტკიცებულებები, რეალურად, არ არის. ეს კარგად დაინახეს უცხოეთშიც. მილერმა მოუწოდა ზურაბიშვილს, ბორელმა ოპოზიციას და ზურაბიშვილს, გვათქმევინეთ, რომ არჩევნები გაყალბდა, პროკურატურაში მიბრძანდით და მტკიცებულებები წარადგინეთო. ესენი ამბობენ, მაგდენი არ გვიმეცადინია და მტკიცებულებები არ გვაქვსო. ესაა რეალური სახე.
გეგმას როგორ იტყვიან, რა უნდა გააკეთონ, როცა მტკიცებულებები არ არის. ვისაც იმედი ჰქონდა, რომ ორშაბათს მაინც გაიგებდა რამე გეგმას, ზურა ჯაფარიძემ მათაც ცივი წყალი გადაასხა და თქვა, რომ ორშაბათს რაღაცას იტყვიან, თუმცა არაფერი ისეთი არ იქნება, ყოველდღიური გეგმა არ იქნება წარდგენილიო. ვინ გეტყვით, ეგეც არ ვიცითო. შესაბამისად, იქნება გეგმა, რომ ერთ-ორ წელიწადში რაღაცას იტყვიან და შემდეგ 2028 წლისთვის მომზადებას დაიწყებენ, თუ მანამდე იარსებებენ. იმედია, აღარ იარსებებენ, რადგან უნდა გასამართლდნენ“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
გუშინ სამი ოპოზიციური გაერთიანების შეხვედრა გაიმართა, რომელსაც „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველოსა“ და „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ოპოზიციური გაერთიანების წარმომადგენლებმა განაცხადეს, ორშაბათს შეიკრიბებიან რუსთაველზე და სამოქმედო გეგმას იქ წარადგენენ. ამასთან, კოალიცია „ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით განაცხადა: „მოლოდინი თუ არსებობს, რომ ყოველდღიური, ყოველსაათობრივი გაწერილი გეგმა იქნება, ეგეთი გეგმა ბუნებაში ვერ იქნება“.