28 წლის გოგო, რომელმაც ტყუპები გააჩინა გარდაიცვალა
1731680284
პრობლემა იმაშია, რომ ოპოზიცია ჩარჩენილია წარსულში და 21-ე საუკუნეში მე-20 საუკუნის არგუმენტებით საუბრობს არჩევნებთან დაკავშირებით, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, ამ არჩევნებზე ოპოზიციის წარმომადგენლებმა აღმოაჩინეს, რომ შეეჯახნენ მანქანებს, ტექნოლოგიას.
„შეუძლებელია იმ არგუმენტებით ისაუბრონ, რაც ჰქონდათ თუნდაც 2020-ში, თუ ადრე. აიღებდნენ რამდენიმე შემაჯამებელ ოქმს, რომელშიც შეიძლებოდა, დისბალანსი ყოფილიყო ან შესწორების ოქმები ყოფილიყო, რაც კანონმდებლობით დაშვებული საკითხები იყო. ამით, ვინაიდან ვიზუალურად შეეძლოთ სპეკულაცია, აფრიალებდნენ რაღაც ფურცლებს და უბრალოდ დრო სჭირდებოდა შემდეგ ამ დეზინფორმაციის უარყოფას. ახლა ამასაც ვერ აკეთებენ. ფურცელსაც ვერ იჭერენ ხელში, რომ რაღაც თქვან დარღვევაზე. ჩვეულებრივ შეთქმულების თეორიებთან გვაქვს საქმე.
გუშინ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ყველა პრეტენზიის მოსმენის შემდეგ, საბოლოო ჯამში, აღმოჩნდა, რომ ოპოზიცია და მათი მოკავშირე „ენჯეოები“ ცესკო-ს თუ სხვა ვინმეს გაყალბებას კი არ აბრალებენ, ფოკუსს აბრალებს სინამდვილეში. ვერ ხსნიან, რაზეა საუბარი. უნდათ, რომ პრეტენზიები წამოაყენონ და არანაირი არგუმენტი სინამდვილეში არ აქვთ. ამიტომ, მშვიდად ვუყურებთ ამ პროცესს, ჩაივლის ეს ყველაფერი, პარლამენტი შეიკრიბება, გაგრძელდება ცხოვრება“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.