პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
გლდანის პარკში ოლიმპიელ ჩემპიონებთან შეხვედრა გაიმართა. ადგილობრივებს ლაშა ტალახაძე, გენო პეტრიაშვილი, ლადო ხინჩეგაშვილი, ლევან კობიაშვილი, პარალიმპიელები - გიგა ოჩხიკიძე და ანა ჯაფარიძე შეხვდნენ.
შეკრების ფარგლებში სპორტსმენებმა ახალგაზრდა თაობას სიტყვით მიმართეს და საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს.
მოსახლეობას სიტყვით მიმართეს „ქართული ოცნების“ გლდანის დელეგატმა ლადო ბოჟაძემ, ასევე რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა და გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა. მათ მოსახლეობასთან პირობა დადეს რომ გლდანის რაიონს უფრო მეტი სპორტდარბაზი, სარეკრეაციო ზონა და სტადიონი შეემატება.