ოფიციალური სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გრიგოლ ლილუაშვილი აშშ-ში იმყოფებოდა

ლილუაშვილი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი გრიგოლ ლილუაშვილი აშშ-ში იმყოფებოდა.

ოფიციალური სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გრიგოლ ლილუაშვილმა ორმხრივი შეხვედრები გამართა.

ტრადიციული ყოველწლიური ვიზიტისას, უსაფრთხოების მიმართულებით სხვადასხვა საკითხები განიხილეს. ვიზიტი სუსის ხელმძღვანელმა პარლამენტში, ჯერ კიდევ სამი კვირის წინ დააანონსა.

როგორც კომენტარისას გრიგოლ ლილუაშვილმა აღნიშნა, უწყებრივ დონეზე აშშ-თან იდეალური ურთიერთობები და პარტნიორობა გრძელდება.

„ის ერთი წუთითაც არ გაჩერებულა და უფრო მეტიც, ვგეგმავთ საინტერესო თანამშრომლობის ახალ ეტაპებს“, - განაცხადა სუსის ხელმძღვანელმა.