NYT: ტრამპმა მის კიდევ ერთ წარმომადგენელს ფარულად უკრაინის საკითხით დაკავება დაავალა

mo

 აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სტიფ უიტკოფს, რომელიც მისი წარმომადგენელია ახლო აღმოსავლეთში, დაავალა დაეხმაროს უკრაინასა და რუსეთს მშვიდობის დამყარებაში. ინფორმაციას The New York Times-ი ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, ტრამპმა დაავალა უიტკოფს რუსეთ-უკრაინის ომის დარეგულირების საქმეში „გარკვეული როლი ითამაშოს“. ამისთვის აშშ-ის პრეზიდენტმა რამდენიმე კვირის წინ უიტკოფის უფლებამოსილება ფარულად უკრაინასა და რუსეთზეც გააფართოვა.

The New York Times-ს რესპონდენტებმა განუცხადეს, რომ ტრამპი უიტკოფს ენდობა და ფიქრობს, რომ მას მოლაპარაკებების საწარმოებლად შესაბამისი უნარები აქვს, რაც უკრაინაში ომის დასრულებას შეუწყობს ხელს.

რამდენიმე წყარო უყვება გამოცემას, რომ უიტკოფს უკვე ჰქონდა პირდაპირი მოლაპარაკებები რუსეთს პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ახლო მოკავშირეებთან. ის აგრეთვე განიხილავდა უკრაინის საკითხს საუდის არაბეთსა და კატარში.

ამასთან ერთად, გაუგებარია, თუ როგორ არის გადანაწილებული ფუნქციები უიტკოფსა და კიტ კელოგს შორის, რომელიც ტრამპის ოფიციალური წარმომადგენელია უკრაინასა და რუსეთში, წერს The New York Times-ი.