ნინო წილოსანი პარლამენტში არშესვლის ოპოზიციის განცხადებაზე: პარლამენტის შეკრებას ვერ შეუშლის ხელს მათი მავნებლური განზრახვები

ნინო წილოსანი

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი აფასებს ოპოზიციის განცხადებას, არ შევიდეს ახალარჩეულ პარლამენტში.

„პარლამენტის შეკრებას ვერ შეუშლის ხელს მათი მავნებლური განზრახვები, ამ რეალობაში ვცხოვრობთ უკვე ბოლო რამდენიმე წელი. რა თქმა უნდა, პოლიტიკური პროცესები წარიმართება კანონის ფარგლებში და ოპოზიცია კიდევ ერთხელ იგემებს მარცხს, ისევე, როგორც 26 ოქტომბერს დამარცხდა ქართველი ხალხის წინაშე“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.