1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
ლოგიკურად ასე მიდის პროცესები, ისტორიაც და წინა პერიოდიც ამას გვასწავლის, რომ მათი ნათქვამი არც ერთი სიტყვა არ არის დასაჯერებელი. ეს ყველაფერი კეთდება სპეციალურად იმისთვის, რომ ახლა რაღაც ემოციები აადუღონ და საკუთარი ამომრჩეველი გამოკვებონ ამ ემოციით, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა ოპოზიციური პარტიების პარლამენტში არ შესვლის საკითხზე საუბრისას.
„ეს ვითომ თავდადება, რომ მანდატებს თმობენ თავისთავად ამ რაღაც მუხტის შესანარჩუნებელია, თუმცა მეორე მხარეს ანუ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დანაყოფი ორი პარტია, გახარია და „ლელო“ უკვე სხვა ტაქტიკით მოქმედებენ. ეს ტაქტიკა ძალიან კარგად ჩანს, რომ გარედან ნაკარნახევია, რადგან ეს ადამიანები ნაბიჯსაც კი ვერ დგამენ გარედან მიღებული დირექტივების გარეშე.
აქვე მინდა შევახსენო მაყურებელს და საზოგადოებას, რომ სრულებით არ აქვს მნიშვნელობა გახარიას და „ლელოს“ წარმომადგენლები არიან თუ არა „ნაციონალური მოძრაობის“ ოფიციალური სახეები. აქ შინაარსობრივად განსხვავება არ არის ოფიციალურ „ნაციონალურ მოძრაობას“ და ამ პარტიებს შორის, რადგან „ნაციონალური მოძრაობის“ მსგავსად ეს ორი პარტიაც და მისი ლიდერებიც ზუსტადაც რომ გარედან წამოსული დირექტივებით იმართებიან და ოჯახური ღირებულებების შესახებ კანონთან დაკავშირებით ეს ყველამ დავინახეთ.
არჩევნებამდე ამომრჩევლების განაწყენება არ უნდოდათ, ხმას არ იღებდნენ. ახალა უკვე გარე მესიჯზე დასხდნენ და პირდაპირ გვიცხადებენ, რომ თურმე უნდა გავიწვიოთ ოჯახური ღირებულებების შესახებ კანონი. ასეთ უამრავი მომენტი იქნება, რაც ძალიან კარგად ახდის ფარდას მათ რეალობას და მათ წარმომავლობას“, - აღნიშნა ნინო წილოსანმა.