შავი ზღვის სანაპიროზე ორი გიგანტური ქარბორბალა გამოჩნდა
1754303643
საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი ლიეტუვის მთავრობის გადადგომის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება და წერს, რომ „არასასურველ პირთა სიაში შემტანი ლიეტუვის მთავრობა კორუფციული სკანდალის გამო გადადგა“.
წილოსანის განცხადებით, სწორედ ასეთები იღებენ უსამართლო გადაწყვეტილებებს.
„როგორც აღმოჩნდა, ლიეტუვაში ჩემი და ჩემი კოლეგების არასასურველ პირთა სიაში შემტანი მთავრობა კორუფციული სკანდალის გამო გადადგა. სწორედ ასეთები იღებენ უსამართლო გადაწყვეტილებებს. საინტერესოა, ვინ იქნება შემდეგი?“ – წერს ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრ გინტაუტას პალუცკასის შემდეგ, დღეს ლიეტუვის მთელი მთავრობა გადადგება. 31 ივლისს ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ განაცხადა, რომ პრემიერმა გინტაუტას პალუცკასმა გადადგომის შესახებ მიმართა. როგორც ცნობილია, ლიეტუვაში პალუცკასის გარშემო არაერთი სკანდალი აგორდა, როდესაც ჟურნალისტებმა მისი საეჭვო ბიზნესკავშირები გამოავლინეს. ამის საფუძველზე, ლიეტუვის გენერალურმა პროკურატურამ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მათი გარემოებების გამოძიება დაავალა. ნაუსედამ პალუცკასს ბრალდებებზე ახსნა-განმარტებისთვის ორი კვირა მისცა.
გოგა მანია მიმართვას ავრცელებს
1754063603
ცნობილი ქართველი წყვილი დაშორდა
1754251043