„გვაპატიეთ დასიებული თვალები...“ - კაფე „ლაილა“ სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
1754937712
კონფერენცია ეძღვნება ბავშვთა დაცვის დღეს და გვექნება საუბარი, როგორც ბავშვების საუკეთესო ინტერესების დაცვისთვის, ასევე მათზე მორგებული პოლიტიკის ფორმირებაზე, ასევე ქალთა საკითხებზე, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანმა.
„პარლამენტში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე შექმნილია კომისია, პარალელურად მუნიციპალიტეტებში იდენტური საბჭოები ფუნქციონირებს. ჩვენს შორის კოორდინაცია და ჩვენს მიერ მიღებული ძალიან კარგი კანონების პრაქტიკაში აღსრულება, არის ერთ-ერთი პრიორიტეტი“, - აღნიშნა ნინო წილოსანმა.
„ადგილობრივი ძალისხმევა ქალთა და ბავშვთა კეთილდღეობისთვის“ - ამ სახელწოდებით ფორუმი მიმდინარეობს. გაიმართა, ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე საპარლამენტო კომისიის ოფიციალური პრეზენტაცია. ისაუბრეს თვითმმართველობებთან კოორდინირებული თანამშრომლობის გაძლიერებასა და ინფორმაციის გაზიარებაზე.