ცნობილია ახალგაზრდა ბიჭის ვინაობა, რომელიც ვაზისუბანში უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა
1741597048
ილონ მასკის პოზიცია, რომ ენჯეოების დაფინანსების შეწყვეტასთან დაკავშირებით მათი პრობლემების 70% მოგვარდება, რა თქმა უნდა რელევანტურია და აქაც აქტუალურია, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა.
მისი თქმით, სწორედ არასამთავრობო სექტორს უკავშირდება პოლიტიკურ პროცესებში ყველაზე მავნებლური ქმედებები.
„ჩვენ, საქართველოში ყველაზე უკეთ ვიცით, თუ რა ნეგატიური გავლენა ჰქონდა იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც ყველაზე მეტ დაფინანსებას იღებდნენ და ყველაზე მავნებლურ პროცესებში იყენებდნენ ამ დაფინანსებებს. ამიტომ ილონ მასკის პოსტი და ასე ვთქვათ პოზიცია, რომ ენჯეოების დაფინანსების შეწყვეტასთან დაკავშირებით მათი პრობლემების 70% მოგვარდება, რა თქმა უნდა რელევანტურია და აქაც აქტუალურია. სწორედ ენჯეოებს უკავშირდებათ პოლიტიკურ პროცესებში ყველაზე მავნებლური მოქმედებები, მათ შორის საარჩევნო შედეგების გაყალბებიდან დაწყებული, ის რევოლუციური აქტივობები, რომელსაც ისინი აფინანსებდნენ“, - აღნიშნა წილოსანმა.
ილონ მასკმა სოციალურ ქსელში გავრცელებული განცხადება გააზიარა, სადაც ნათქვამია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების გაუქმებით ამერიკელების პრობლემების 70 პროცენტი მოგვარდება.