ნინო წილოსანი: ის, რაც ზვიად რატიანმა და მზია ამაღლობელმა გააკეთეს, სახელმწიფოზე გალაშქრება და სილის გარტყმა იყო

ნინო წილოსანი

ის, რაც ზვიად რატიანმა და მზია ამაღლობელმა გააკეთეს, სახელმწიფოზე გალაშქრება და სილის გარტყმა იყო,- განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა.

„პოლიტიკურად მოტივირებული დანაშაული, სახელმწიფოზე გალაშქრება და სილის გარტყმა იყო, რაც ზვიად რატიანმა და მზია ამაღლობელმა გააკეთა. ამის აღიარებას როგორც თავად, ასევე მათი თანამოაზრეებით, ამ შემთხვევაში ლაშა ბუღაძეც ადასტურებს", - განაცხადა წილოსანმა.

ოპოზიცია და მათი მხარდამჭერები პოლიციელისთვის სილის გაწვნას არა დანაშაულს, არამედ სიმბოლურ საქციელს უწოდებენ.