1753353596
ნინო წილოსანი ირაკლი კუპრაძეზე: ამ ადამიანმა მაშინ გაიუფასურა თავი, როდესაც შეუერთდა თაღლითების პარტიას

ამ ადამიანმა მაშინ გაიუფასურა თავი, როდესაც მემარცხენე ადამიანის უფლებების დამცველი შეუერთდა თაღლითების პარტიას, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა „გახარია საქართველოსთვის“ და „ლელოს“ მერობის საერთო კანდიდატ ირაკლი კუპრაძეზე საუბრისას.
უმრავლესობის დეპუტატის თქმით, ამ დროს კუპრაძემ საზოგადოებას მისი რეალური სახე დაანახა.
„სრულებით არ აქვს მნიშვნელობა ვისი სახით მოგვევლინება ეს ორი გაერთიანებული იდეოლოგიურად „ნაციონალური მოძრაობა“ თვითმმართველობის არჩევნებზე - არჩევნები დასრულდება „ქართული ოცნების“ დამაჯერებელი და აბსოლუტური გამარჯვებით“, - აღნიშნა წილოსანმა.
პარტიებმა - „გახარია საქართველოსთვის“ და „ლელომ“ თბილისის მერობის საერთო კანდიდატად ირაკლი კუპრაძე წარადგინეს.