ნინო წილოსანი: „იგლ ჰილსის“ წინააღმდეგ მტრობის სათავეში არიან „ნაციონალები“, „ლელო“, „ალტ ინფო“ და ტყუილებს იგონებენ

ნინო წილოსანი

რადიკალები „იგლ ჰილსის“ პროექტის წინააღმდეგ „ალტ ინფოსთან“ გაერთიანდნენ, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერნმა, ნინო წილოსანმა

მისი თქმით, პროექტი საქართველოს ინტერესების დაცვით განხორციელდება და შეუძლია დიდი ეკონომიკური ეფექტის მოტანა.

„რადიკალები „იგლ ჰილსის“ პროექტის წინააღმდეგ „ალტ ინფოსთან“ გაერთიანდნენ. პრემიერ-მინისტრმა კონტრაქტი გაასაჯაროვა და თქვა, რომ სახელმწიფო ინტერესები დაცულია და წარმოუდგენელია მიწების გასხვისება. ეს პროექტი საქართველოს ინტერესების დაცვით განხორციელდება, რომელსაც დიდი ეკონომიკური ეფექტის მოტანა შეუძლია. ამ პროექტის წინააღმდეგ მტრობას ვხედავთ, რომლის სათავეში „ნაციონალები“, „ლელო“ და „ალტ ინფო“ არიან. ხელოვნური ინტელექტი ისე განვითარდა, რომ შესაძლოა, ვერც კი გაარჩიო ტყუილ-მართალი. ამ პროექტის წინააღმდეგ ტყუილებს იგონებენ – მაია ორჯონოკიძე, „ალტ ინფო“ და მამუკელაშვილი, ვინც დეზინფორმაციას ავრცელებს. ამ პროექტს შეუძლია, ქვეყნის ეკონომიკური სუვერენიტეტი გააძლიეროს და უპრეცედენტო ეკონომიკური წინსვლა გვქონდეს, რაც წინააღმდეგობაში მოდის იმ ინტერესებთან, რაც „ნაცმოძრაობას“ გააჩნია. კანდიდატის სტატუსის მიღების წინააღმდეგებიც იყვნენ, რადგან ეს არ აწყობდათ, რადგან ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლება გაძლიერდება და ეს არ აწყობთ“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.